Accessibility links

logo-print

ირანი: 20 პროცენტით გამდიდრებულმა ურანმა 5 კილოგრამს მიაღწია


ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ დღეს განაცხადა, რომ თეირანმა 20 პროცენტით გამდიდრებული ურანის უკვე 5 კილოგრამი გამოიმუშავა. ირანმა ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება 9 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სამუშაოს დაწყების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც გაეროს მიერ შემუშავებული შეთანხმება, რომელიც თეირანის რეაქტორისთვის საწვავის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან მიწოდებას ითვალისწინებდა, ჩიხში შევიდა. სალეჰიმ სააგენტო ისნას უთხრა, რომ თეირანის კვლევითი რეაქტორის ასამუშავებლად ირანს 20 პროცენტამდე გამდიდრებული საწვავი ყოველთვიურად კილონახევრის ოდენობით ესაჭიროება. საერთაშორისო თანამეგობრობას სურს ირანმა შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროცესი, რადგან არსებობს შიში, რომ მის მიღმა ბირთვული იარაღის პროგრამა იმალება. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG