Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებზე მსჯელობენ


მსოფლიოს ლიდერებმა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონს ძლიერი და დროული სანქციების დაწესება სურს, რომლებსაც შედეგები მოჰყვება. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის აზრით, პოტენციური სანქციები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე უნდა იყოს მიმართული და რიგითი მოქალაქეები არ უნდა დააზარალოს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, ობამას ვაცნობე რომ დელი ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, რადგან ამგვარი ზომები ხშირად მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობაზე ახდენს გავლენასო. ლიდერები ამ განცხადებებით ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG