Accessibility links

logo-print

ობამა: ბირთვული უსაფრთხოების სამიტი წარმატებული იყო


აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა წარმატებულს უწოდებს ვაშინგტონში ჩატარებულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს. მისი თქმით, სამიტში მონაწილე 49-ვე ლიდერმა თანხმობა განაცხადა მის გეგმაზე 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს მსოფლიოში არსებული ბირთვული მასალების უსაფრთხოება. ამასთან, ობამას თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ ბირთვული ტერორიზმის საფრთხე გლობალური უსაფრთხოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ირანის შესახებ ობამამ თქვა, რომ ვაშინგტონს მისთვის ძლიერი და დროული სანქციების დაწესება სურს, რომლებსაც შედეგები მოჰყვება - და რომ ჩინეთი მონაწილეობას იღებს სანქციების შესახებ გაეროს რეზოლუციის შემუშავებაში.
XS
SM
MD
LG