Accessibility links

ამერიკელი გენერლის განცხადებით, ირანს შესაძლოა „სამიდან ხუთამდე წელიწადში“ ბირთვული ბომბი ჰქონდეს


შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ ჯეიმს კარტრაითის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, ერთ წელიწადში დაამზადოს ბირთვული ბომბისთვის საკმარისი რაოდენობის მაღალგამდიდრებული ურანი, თუმცა კიდევ სამიდან ხუთამდე წელი, სავარაუდოდ, არ ექნება ტექნოლოგია ასეთი იარაღის შესაქმნელად. ეს ვარაუდი გენერალმა კარტრაითმა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, გამოთქვა ვაშინგტონში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG