Accessibility links

პოლონეთში უთანხმოებას იწვევს ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის გეგმა


პოლონეთში უთანხმოებას იწვევს გეგმა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიკრძალოს ტაძარში, რომლშიც მეფეები და ეროვნული გმირები განისვენებენ. კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ამ კვირაში განაცხადა, რომ კაჩინსკის და მის მეუღლე მარიას კვირას დაკრძალავენ კრაკოვში მდებარე ვაველის ტაძარში. მაგრამ პოლონეთის წამყვან ყოველდღიურ "გაზეტა ვიბორჩას" შეფასებით, საქმე "ნაჩქარევ და ემოციურ" ნაბიჯს ეხება. პროტესტს გამოთქვამს ცნობილი რეჟისორი ანჯეი ვაიდაც. ამასობაში პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 21 აპრილს დასახელდება - კვირას, 18ტაპრილს პრეზიდენტის დაკრძალვის შემდეგ. დაკრძალვაზე დასწრებას მრავალი ქვეყნის ლიდერები აპირებენ, მათ შორის შეერთებული შტატების, საქართველოს, რუსეთის პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG