Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა მიწისძვრამ ჩინეთში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


ჩინეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სულ ცოტა, 589 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 10 000-ზე მეტი. ბევრი, მათ შორის ბავშვები, ნანგრევებშია მოყოლილი. 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იუშუს რეგიონში მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სატელეკომუნიკაციო ქსელები, ელექტროენერგიის სადენები და ჩამოწვა მეწყერები. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, რომლებიც სკოლის დანგრევას ემსხვერპლნენ. დაწყებულია სამაშველო ოპერაციები.
XS
SM
MD
LG