Accessibility links

logo-print

პაკისტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ის კუთვნილი უპილოტო თვითმრინავით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. ამ წყაროს ინფორმაციით, იერიში განხორციელდა სოფელ ამბურ შაგაში, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის ადმინისტრაციულ ცენტრ მირანშაჰის დასავლეთით, 25 კილომეტრში მდებარეობს. ასეთი დარტყმები ხშირად ხორციელდება რეგიონში, რომელსაც შეერთებული შტატები ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელის მთავარ დასაყრდენად მოიხსენიებს.
XS
SM
MD
LG