Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბერნსმა აშშ-რუსეთის ურთიერთობის ”გადატვირთვის” პირველი წელი შეაფასა


უილიამ ბერნსმა, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში მონაწილეობა მიიღო 14 აპრილს ვაშინგტონში გამართულ დისკუსიაში, რომელიც აშშ-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის შეფასებას ეძღვნებოდა. ”ცენტრში ამერიკის პროგრესისთვის” (The Center for American Progress)ბერნსმა აშშ-ამერიკის ურთიერთობებსა და გადატვირთვის პოლიტიკის შედეგებზე ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება კვლავაც რჩება აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოების საგნად. თუმცა, ამის მიუხედავად, ბერნსის თანახმად, ორი ქვეყანა ეძებს სფეროებს, საკითხებს, სადაც თანამშრომლობა აუცილებელია და არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის. ერთ-ერთ მიღწევად უილიამ ბერნსი ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას ასახელებს: ”გასული წლის მანძილზე პრეზიდენტმა ობამამ და პრეზიდენტმა მედვედევმა დამაიმედებელი ახალი სტარტი აიღეს, რითაც დაიწყეს დისტანცირება წარსულის იმედგაცრუებისა და უკმაყოფილებისგამ და მიაღწიეს რეალურ შედეგებს. ”ახალი სტარტის” შეთანხმება, რომელსაც მათ 6 დღის წინ პრაღაში მოაწერეს ხელი, ამის ყველაზე შთამბეჭდავი და შესატყვისი მაგალითია”. ბერნსის თქმით, რუსეთი და აშშ მნიშვნელოვანი არიან ერთმანეთისთვის და ის, თუ რამდენად კარგად, ან ცუდად ახერხებენ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს ორი ქვეყანა აკონტროლებს მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90%-ს და ბერნსი თვლის, რომ აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ სხვებზე მეტის გაკეთება მსოფლიოში ბირთვული იარაღისა და მასალის გავრცელების თავიდან აცილებისთვის.
XS
SM
MD
LG