Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ქალაქ ოშში დღეს ცეცხლი გახსნეს


დღეს ცეცხლი გახსნეს ყირგიზეთის ქალაქ ოშში, სადაც განდევნილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი თავის მომხრეებს მიმართავდა. არ არის ცნობილი ვინ დაიწყო სროლა ბაკიევის გამოსვლის დაწყებისთანავე. არ არის ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ. ბაკიევის მომხრეთა ახლოს მისი მოწინააღმდეგეებიც იკრიბებოდნენ აქციის ჩასატარებლად. როდესაც სროლის ხმა გაისმა, ბაკიევი სწრაფად ჩასვეს მანქანაში და იქაურობას გაარიდეს.
XS
SM
MD
LG