Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტ სააკაშვილისა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრაზე


თეთრი სახლი, აშშ ვიცე-პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ცნობას მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შესახებ. 14 აპრილს გავრცელებულ ტექსტში წერია, რომ შეხვედრისას ”ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს ბატალიონის ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამსახურში გამოიხატება. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიცე-პრეზიდენტმა მოიწონა პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით საქართველოს გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევა, რისი მიზანიც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. მათ ისაუბრეს აშშ და საქართველოს ხალხებს შორის ღრმა და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივიცემის საერთო ფასეულობებს ეფუძნება”.
XS
SM
MD
LG