Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთში გაემგზავრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვიზიტი დაასრულა ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც სააგენტო რესი იუწყება, ცხინვალში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამუელ სანტოს ლოპესმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის ტერიტორიის გავლით, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG