Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე შესაძლოა, ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდეს


ავღანეთში იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს. პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი ერთი დღით დარჩებიან ბაზაზე, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ. თბილისიდან გამგზავრებამდე ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსების მოვალეობა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მორალური და ფიზიკური მხარდაჭერაა. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდეს.
XS
SM
MD
LG