Accessibility links

logo-print

არჩევნების მონიტორინგის მიზნით საქართველოში ეუთოს დელეგაცია ჩამოვიდა


მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დელეგაცია ჩამოვიდა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მეთვალყურეობას წინასაარჩევნო პროცესს, უშუალოდ არჩევნებსა და მის შემდგომ პერიოდს გაუწევენ. ეუთოს წარმომადგენლები თბილისში შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის 25 აპრილს, საქართველოში ეუთოს ეგიდით, 30 ე.წ. გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, 28 მაისს კი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 350 წარმომადგენელი, რომლებიც მეთვალყურეობას უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას გაუწევენ.
XS
SM
MD
LG