Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ამერიკელ ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანის უფლება შეუჩერა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე შეჩერებულია ამერიკელი ოჯახების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის პროცესი. სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს თქმით, პროცესი არ განახლდება მანამ, სანამ ორი ქვეყანა შვილად აყვანის პროცედურაზე ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ახლახან მომხდარ ფაქტს - ამერიკელმა ქალმა რუსეთში ნაშვილები 7 წლის ბიჭი თვითმფრინავში მარტო ჩასვა და რუსეთში დააბრუნა. ქალის თქმით, ბიჭს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა, თუმცა ბავშვთა სახლმა მომავალ დედას ამის შესახებ არ აცნობა. ამ ფაქტს რუსეთში დიდი აღშფოთება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG