Accessibility links

იუწყებიან, რომ ბაკიევმა ყირგიზეთი დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა


უკანასკნელი ინფორმაციით, ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ამ ცნობის გავრცელებამდე ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში ბაკიევის მომხრეთა აქცია მისმა ოპონენტებმა ჩაშალეს. ბაკიევის დაცვას ჰაერში მოუწია გასროლა, რათა ბაკიევს აქციის დატოვების საშუალება მისცემოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. ბაკიევის ოპონენტებმა თავიანთი აქციიდან ბაკიევის მომხრეთა აქციაზე გადაინაცვლეს. გასროლა მაშინ მოხდა, როცა ბაკიევმა აქციაზე სიტყვით გამოსვლა სცადა. გასროლის შემდეგ ბაკიევი სწრაფად ჩასვეს მანქანაში და ქალაქიდან გაიყვანეს. ბაკიევმა ქვეყნის სამხრეთს მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც გასულ კვირაში მის ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებამ 80-ზე მეტი პირი იმსხვერპლა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბაკიევს ოთხშაბათს გვიან საღამოს ტელეფონით ელაპარაკა. საუბრის დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG