Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო ადასტურებს, რომ ბაკიევმა დატოვა ყირგიზეთი


ეუთო ადასტურებს ცნობას, რომ ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის „ერთობლივი ძალისხმევის“ შედეგია. უკანასკნელი ინფორმაციით, ბაკიევმა ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ამ ცნობის გავრცელებამდე ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში ბაკიევის მომხრეთა აქცია მისმა ოპონენტებმა ჩაშალეს. ბაკიევის დაცვას ჰაერში მოუწია გასროლა, რათა ბაკიევს აქციის დატოვების საშუალება მისცემოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბაკიევს ოთხშაბათს გვიან საღამოს ტელეფონით ელაპარაკა. საუბრის დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG