Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში იმყოფება


ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთიდან მეზობელ ყაზახეთში გაიქცა. ყაზახეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომან ვასილენკო ადასტურებს, რომ ბაკიევი უკვე ჩავიდა ყაზახეთში, კერძოდ, სამხრეთში მდებარე ქალაქ ტარაზში. ყაზახეთის - ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარის - სახელმწიფო მინისტრისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელ კანატ საუდაბაიევის განცხადებით, ბაკიევმა ყირგიზეთი დატოვა მას შემდეგ, რაც შეთანხმება იქნა მიღწეული ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან. ეუთოს ცნობით, შეთანხმება ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი ძალისხმევის, ისევე როგორც ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის აქტიური შუამავლობის შედეგია.
XS
SM
MD
LG