Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოთხი გერმანელი ჯარისკაცი მოკლეს


გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ოთხი გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბაღლანთან მათზე იერიშის შედეგად. მეამბოხეებმა, როგორც ჩანს, სარაკეტო იერიში განახორციელეს დაჯავშნულ ავტომანქანაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ. შედეგად, 43-მდე გაიზარდა დაღუპული გერმანელი სამხედროების რიცხვი, 2002 წელს ავღანეთში გერმანიის კონტინგენტის განთავსების შემდეგ. ავღანეთიდან იუწყებიან ასევე, რომ ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში. შედეგად დაიღუპა სულ ცოტა, ორი ადამიანი, დაჭრილია ათობით კაცი.
XS
SM
MD
LG