Accessibility links

logo-print

გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთში ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააპატიმრეს


ყირგიზეთის თვითგამოცხადებული დროებითი მთავრობის წევრის განცხადებით, დააპატიმრეს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაკიტ კალიევი. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესს მოჰყავს ტოპჩუბეკ ტურგუნალიევის განცხადება, რომ ყოფილი მინისტრი დღეს სამხრეთ ყირგიზეთში შეიპყრეს. ტურგუნალიევის თქმით, კალიევს ბრალად ედება, რომ უშიშროების ძალებს დაავალა, ესროლათ დემონსტრანტებისთვის, რომლებიც ბიშკეკში 7 აპრილს პროტესტს გამოთქვამდნენ. ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. ძალადობამ 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG