Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა: პრეზიდენტი ბაკიევი ოფიციალურად გადადგა


ყირგიზეთის ახალი ლიდერების განცხადებით, დამხობილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ოფიციალურად გადადგა ხელნაწერი განცხადებით, რომელიც წუხელ, ფაქსით გააგზავნა. ბაკიევი გუშინ მეზობელ ყაზახეთში გაიქცა სამშობლოში არეულობის შემდეგ, რასაც, სულ ცოტა, 84 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყაზახეთმა, რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა, განაცხადა, რომ ყირგიზეთიდან ბაკიევის გამგზავრება ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ძალისხმევის შედეგი იყო. ბაკიევის გამგზავრებას გაეროს გენერალურ მდივან, ბან კი მუნის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა აპირებს ქვეყნის მართვას მომდევნო ნახევარი წლის მანძილზე, ახალი კონსტიტუციის პროექტისა და არჩევნების მოსამზადებლად. დროებით მთავრობის ლიდერმა როზა ოტუნბაევამ დღეს პირობა დადო, რომ ბაკიევი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება 7 აპრილს ბიშკეკში ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის გამო.
XS
SM
MD
LG