Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საავადმყოფოში მოწყობილმა აფეთქებამ რვა ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ქალაქ კუეტას საავადმყოფოში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება მოეწყო სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, სადაც უნდა მიეყვანათ ასევე დღეს მოკლული შიიტი მამაკაცი - გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის მენეჯერი. საავადმყოფოში მისი ახლობლები და ჟურნალისტები იყვნენ მისული და აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ტელეჟურნალისტიც არის. შიიტი მუსულმანები უმცირესობაში არიან პაკისტანში, რომლის მოსახლეობის 80 პროცენტსაც სუნიტები შეადგენენ. ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების შედეგად ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ათასობით ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG