Accessibility links

logo-print

ფერფლის უზარმაზარი ღრუბლის გამო საჰაერო მიმოსვლაში კიდევ ათასობით რეისი გაუქმდება


ფერფლის უზარმაზარმა ღრუბელმა, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გავრცელდა, დღეს ევროპის ნახევარი დაფარა, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მიმოსვლაში დამატებით ათობით რეისის გაუქმება. ევროპის საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სააგენტოს შეფასებით, დღეს 17 000-მდე რეისი გაუქმდება ფეფრლის ღრუბლის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ძრავებსა და ხილვადობას. დღეს საღამოსთვის დახურული იყო ევროპის უდიდესი აეროპორტები, ფრანკფურტი, პარიზი და ლონდონი, ასევე როგორც მიუნხენი, ვენა და სხვა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეები გავა, ვიდრე გაიფანტება ისლანდიაში აიუ ჰვედ ლეუკის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ფეფრლის ღრუბელი. თბილისის აეროპორტი მუშაობას განაგრძობს, თუმცა დღეს გაუქმდა რიგის, ვენის, პრაღის, მიუნხენის, ლონდონის რეისები. დილის ათი საათისთვის გადადებულია გაფრენა პარიზში და ამსტერდამში.
რეისი სტამბოლისკენ შესრულდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეები გავა, ვიდრე გაიფანტება ისლანდიაში აიუჰვედლეუკის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ფეფრლის ღრუბელი.
XS
SM
MD
LG