Accessibility links

logo-print

აფხაზეთში სამი დღით იმყოფება ნიკარაგუის დელეგაცია


ოკუპირებულ აფხაზეთში სამი დღით იმყოფება ნიკარაგუის დელეგაცია, რომელსაც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ხელმძღვანელობს. დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ლოპესი ღირსების და დიდების მეორე ხარისხის ორდენით პირადად დააჯილდოვა, მისი მეშვეობით კი - ნიკარაგუის პრეზიდენტ ორტეგას პირველი ხარისხის ორდენს გაუგზავნის. ბაღაფშის განცხადებით, ეს ჯილდოები დასტურია პატივისცემისა, რომელიც ნიკარაგუელებისადმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო არსებობს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG