Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყირგიზეთის მოვლენების შესაძლო განმეორების შესახებ, თბილისში გამოეხმაურნენ


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყირგიზეთის მოვლენების შესაძლო განმეორების შესახებ, თბილისში გამოეხმაურნენ. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის შეფასებით, მედვედევი საქართველოს გულისხმობდა. ამასთან, სანიკიძე რეალურ საფრთხეს და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას ხედავს და აცხადებს, რომ ყირგიზეთის სცენარის საქართველოში განმეორება დაუშვებელია. ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყანას გულისხმობდა პრეზიდენტი მედვედევი, თუმცა, არცერთი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის საქმე არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. ეს ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით,“ალიანსი საქართველოსთვის” არა რევოლუციის, არამედ არჩევნების და ხელისუფლების კონსტიტუციურად შესაცვლელად ემზადება.
XS
SM
MD
LG