Accessibility links

სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვა, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია თვით გემზე მომხდარ აფეთქებას


სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვა ჩრდილოეთ კორეასთან საზღვაო საზღვრის მახლობლად, გამომძიებლების განცხადებით, როგორც ჩანს, არ გამოუწვევია რაიმე აფეთქებას თვით ხომალდზე. ხომალდი გასულ თვეში, 26 მარტს ჩაიძირა. სამხრეთ კორეელი ექსპერტები, წყლიდან ამოღებული მასალის შესწავლის საფუძველზე, არ გამორიცხავენ ტორპედოს, ან ნაღმის აფეთქებას. 1200-ტონიანი გემის კიჩო ხუთშაბათს ამოიტანეს ზღვის ფსკერიდან. მასში 36 დაღუპულის გვამები იპოვეს. კიდევ 8 ადამიანი კვლავინდებურად დაკარგულად ითვლება. ხომალდის ეკიპაჟის 104 წევრიდან 58 კაცის გადარჩენა მოხერხდა. ზღვის ფსკერიდან გემის წინაერდოს ამოტანა მომდევნო რამდენიმე დღეშია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG