Accessibility links

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა


ჩინეთში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, რომელთაც საინფორმაციო სააგენტო სინხუა ავრცელებს, დაიღუპა 1144 ადამიანი. ეს მაჩვენებელი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან 400 ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება. ოთხშაბათს მომხდარი, 6,9 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაშავდა და სახლ-კარის გარეშე დარჩა.
XS
SM
MD
LG