Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ერთი კვირის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთ გლოვობენ


დღეს პოლონეთში, ადგილობრივი დროით 8 საათსა და 56 წუთზე, სირენები ჩაირთო და ეკლესიების ზარები რეკდნენ ზუსტად იმ დროის აღსანიშნავად, როცა ერთი კვირის წინა სმოლენსკის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის 95 წევრი. ვარშავის ქუჩებში მოძრაობა შეწყვიტეს მანქანებმა, შეჩერდნენ ფეხით მოსიარულეები. დღეს ასიათასობით პოლონელი მივა მემორიალურ ცერემონიაზე პილსუდსკის მოედანზე, პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარიასა და კატასტროფაში დაღუპული მრავალი ოფიციალური პირის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. კაჩინსკის ოჯახი მოითხოვს, რომ პრეზიდენტი კვირას კრაკოვში დაიკრძალოს.
XS
SM
MD
LG