Accessibility links

logo-print

სირიის, ლიბანისა და ერაყის თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ისახვს


სირიამ, ლიბანმა და ერაყმა დღეს მხარი დაუჭირეს ირანის ბირთვულ პროგრამას და განაცხადეს, რომ ის მშვიდობიან მიზნებს ისახავს. თეირანში, ბირთვული განიარაღებისადმი მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაზე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ თქვა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის მიმართ ნებისმიერ მუქარას და ვაცხადებთ, რომ ირანს უფლება აქვს, ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოს.“ მისმა ლიბანელმა კოლეგამ, ალი ალ-შამიმ თქვა, რომ უფრო აუცილებელია, ბირთვული არსენალი ჩამოერთვას ისრაელს. კონფერენცია დღეს გაიხსნა. მასზე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ „უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს და გააკონტროლებს ბირთვულ განიარაღებას და ხელს შეუშლის ბირთვული იარაღის გავრცელებას.“ კონფერენციას 12 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არიან თურქმენეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
XS
SM
MD
LG