Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარებას აკონტროლებს


ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარებას აკონტროლებს. როგორც ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა ედილ ბაისალოვმა, ჯალალ-აბადის ოლქში დაძაბულობის პიკი უკვე გადავლილია. შაბათს ჯალალ-აბადში გაიმართა ჩამოგდებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მხარდამჭერი დემონსტრაციები. ხუთასამდე ადამიანი საოლქო ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბატიკ კალიევის გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებმა ხელში ჩაიგდეს ასევე რეგიონალური ტელეკომპანიის შენობა, მაგრამ შემდეგ დატოვეს ის. ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოები ყირგიზეთის სამხრეთში განაგრძობენ ბაკიევის ძმების ძებნას.
XS
SM
MD
LG