Accessibility links

logo-print

ვულკანური ფერფლის ღრუბელი მსოფლიოს ლიდერებს პოლონეთში გამგზავრების საშუალებას არ აძლევს


პოლონეთი ემზადება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარიას, დასაკრძალად, რომლებიც - 94 სხვა პირთან ერთად - 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მსოფლიოს ლიდერთა დიდი ნაწილი დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი ფერფლის ღრუბელი მნიშვნელოვნად აფერხებს საავიაციო მიმოსვლას. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე გამოაცხადა, რომ ვერ გაემგზავრება პოლონეთში. კრაკოვში ვერ წავლენ, აგრეთვე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ჩარლზი და სხვა ოფიციალური პირები. კრაკოვში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ხალხმა მას საგანგებო ოვაცია მოუწყო. ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მრავალთა აზრით, კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
XS
SM
MD
LG