Accessibility links

logo-print
კვირას 150 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი კრაკოვში, სადაც დაკრძალეს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე, მარია, რომლებიც - 94 სხვა პირთან ერთად - 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

მსოფლიოს ლიდერთა დიდმა ნაწილმა დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი ფერფლის ღრუბელი საავიაციო მიმოსვლას აფერხებს. კრაკოვში ვერ ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. დაკრძალვას ვერ დაესწრნენ აგრეთვე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ჩარლზი და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს

ლეხ და მარია კაჩინსკებისთვის პატივის მისაგებად კრაკოვში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ხალხმა მას საგანგებო ოვაცია მოუწყო. ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მრავალთა აზრით, კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

ლეხ და მარია კაჩინსკები კრაკოვის ვაველის ტაძარში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG