Accessibility links

logo-print

ოთხშაბათამდე გადაიდო საბერძნეთისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების შესახებ მოლაპარაკებები


საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდული საჰაერო მიმოსვლის გამო ოთხშაბათამდე გადაიდო საბერძნეთისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების შესახებ მოლაპარაკებები. მოლაპარაკეები ათენში უნდა გამართულიყო ორშაბათს. მისი მთავარია თემაა საბერძნეთის სამწლიანი ეკონომიკური გეგმა და საკითხი იმის შესახებ, რომ საბერძნეთს ევროზონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების მიღება შეუძლია მხოლოდ ოფიციალური განაცხადის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG