Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ააფეთქეს ნატოს ჯარებისთვის განკუთვნილი ორი ავტოცისტერნა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ააფეთქეს ავღანეთში კოალიციის ჯარებისთვის განკუთვნილი საწვავით დატვირთული ორი ავტო-ცისტერნა. აფეთქებისას ცეცხლი წაეკიდა გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანასაც, დაჭრილია 6 ადამიანი. ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე სავაჭრო ფარდულებსაც. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ადრე მსგავს დივერსიულ აქტებზე პასუხისმგებლად თავს აცხადებდა ”ლაშქარ-ე-ისლამის” დაჯგუფება, რომელიც ”თალიბანთან” არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG