Accessibility links

logo-print

ავიაკომპანიებს ვულკანის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება სურთ


საჰაერო მგზავრობის ინდუსტრია ევროპაში ფრენაზე დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად მთავრობებზე ზეწოლას ცდილობს. შეზღუდვები ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დაწესდა. ევროპის საავიაციო კონტროლის უწყების თანახმად, უკვე რამდენიმე დღეა ევროპის საჰაერო სივრცის 80 პროცენტი დახურულია. ხუთშაბათის შემდეგ ევროპაში 63 ათასი რეისი გაუქმდა, რის გამოც მილიონობით მგზავრი შეყოვნდა. საჰაერო ინდუსტრია დღეში 200 მილიონ დოლარამდე შემოსავალს კარგავს. საჰაერო სივრცე ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში დაიხურა. დიდმა ავიაკომპანიებმა - ”ბრითიშ ეარვეიზმა”, ”ეარ ფრანსმა”, ”კა-ელ-ემ”-მა და ”ლუფთჰანზამ” ბოლო დღეებში საცდელი ფრენები განახორციელეს და აცხადებენ, რომ რაიმე აშკარა სირთულე ფერფლის ღრუბლისგან თვითმფრინავების ძრავებს არ შექმნია. ექსპერტების გაფრთხილების თანახმად კი, ატმოსფეროში გაფანტულმა ფერფლმა, რაც შუშისა და ქვის ნაწილაკების ნარევია, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თვითმფრინავის ძრავა და სხვა ნაწილები.
XS
SM
MD
LG