Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები იმსჯელებენ რეისების განახლების შესაძლებლობაზე


დღეს საგანგებო მოლაპარაკებას გამართავენ ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები. ისინი ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებაზე იმსჯელებენ. უკვე მეხუთე დღეა ევროპის საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი დახურულია. ტრანსპორტის მინისტრების ვიდეო-სატელეფონო კონფერენცია საავიაციო ინდუსტრიის მზარდ ზეწოლას მოჰყვა. რეისების გაუქმება მათ დღეში 200 მილიონ დოლარამდე უჯდებათ. ესპანეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა დიეგო ლოპეს გარიდომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის რეისების ნახევარი დღეს აღდგება.
XS
SM
MD
LG