Accessibility links

logo-print

ავღანეთის არმიის ბაზაზე აფეთქება მოხდა


დღეს აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტის ახლოს ავღანეთის არმიის ბაზაზე. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ჯარისკაცი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზაჰერ აზიმიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქება წვრთნისას მოხდა. სხვა წყაროს თანახმად, ჯარისკაცმა აიფეთქა თავი. ამასთან ”თალიბანის” წარმომდგენელმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი მეამბოხეთა დაჯგუფების წევრი იყო.
XS
SM
MD
LG