Accessibility links

logo-print

ნიკარაგუა მსოფლიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს


ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს სახელმწიფოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. სამუელ სანტოს ლოპესმა, რომელიც გასულ კვირაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ მსოფლიომ ეგოიზმი უნდა დაივიწყოს და ეს ორი ხალხი აღიაროს. მათი მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ლოპესმა სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების მთავარ მიზნად დაასახელა. ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მანაგუაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებს და ბიზნესმენებს ელიან, თუმცა, მათი ვიზიტების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის სექტემბერში აღიარა.
XS
SM
MD
LG