Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთიდან ისევ აშშ-ში გაემგზავრა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კვირას პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, კვლავ აშშ-ში გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტი ნიუ-იორკის მერს, აშშ-ის აკადემიური წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ჰარვარდის უნივერსიტეტში მოხსენებას წაიკითხავს. თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ნიუ-იორკში ვიზიტს და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. სამინისტროს ცნობით, აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძე გაემგზავრება ტალინში, სადაც 22-23 აპრილს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა დღეს განაცხადა, რომ ევროპის საჰაერო სივრცეში შექმნილი პრობლემების გამო, არ არსებობს იმის მყარი გარანტია, რომ ტალინში დანიშნული შეხვედრა გაიმართება. პაეტმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ რამდენიმე დღე აქვთ.
XS
SM
MD
LG