Accessibility links

logo-print

დღეს გამოქვეყნდება ოფიციალური ანგარიში ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე


დღეს გამოქვეყნდება ოფიციალური ანგარიში ვანკუვერში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, გამოქვეყნებამდე, ანგარიშს ქუმარიტაშვილის ოჯახს გააცნობენ. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ანგარიშის ავტორი, სვეინ რომსტადი აცხადებს, რომ საციგაო ტრასაზე 12 თებერვალს მომხდარი უბედური შემთხვევა არ გამოუწვევია რომელიმე ცალკეულ მიზეზს. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა, როცა მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და საათში 145 კმ სიჩქარით რკინა-ბეტონის ბოძს შეეჯახა. იმავე ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ვანკუვერის ბიზნეს-ლიდერების ჯგუფი, „ვანკუვერის ვაჭრობის საბჭო“, 10 ათასი დოლარით დაეხმარება დაღუპული სპორტსმენის ოჯახს. მანამდე, ქუმარიტაშვილების ოჯახმა დახმარება და ფულადი კომპენსაცია მიიღო კანადის კერძო სადაზღვევო კომპანიისა და ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების სორგანიზაციო კომიტეტისგან.
XS
SM
MD
LG