Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია ევროპის მთავრობებს აკრიტიკებს


საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, ევროპის მთავრობებმა არაპროფესიულობა გამოამჟღავნეს ვულკანური ფერფლის ღრუბლით გამოწვეული საფრთხის შეფასებისას. IATA-ს თავმჯდომარე ჯოვანი ბიზინიანის განცხადებით, „არ მომხდარა საფრთხის შეფასება, არ ყოფილა კონსულტაციები, კოორდინაცია და ხელმძღვანელობა“. ბიზინიანის თქმით, საჰაერო სივრცეები მალე უნდა გაიხსნას - როგორც კი ცნობილი გახდება შემოწმების საფუძველზე დადგენილი ფაქტები. საჰაერო სივრცეების დახურვამ მსოფლიოს ბევრ რეგიონში შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა, რის შედეგადაც 6,8 მილიონამდე მგზავრი ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილზე გამგზავრებას. ავიაკომპანიების დანაკარგი დღეში 200 მლნ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG