Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე


საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე. ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, ქუმარიტაშვილის სიკვდილი ერთ რომელიმე მიზეზს არ გამოუწვევია. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი წელს, 12 თებერვალს დაიღუპა ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და საათში 145 კმ სიჩქარით რკინა-ბეტონის ბოძს შეეჯახა. როგორც საერთაშორისო საციგაო ფედერაციის გენერალურ მდივან, სვეინ რომსტადის განცხადებაშია ნათქვამი, „ღრმა ანალიზის“ საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრაგედია „ერთმანეთთან დაკვშირებული მოვლენების კომპლექსურმა სერიამ“ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG