Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში ორი აფეთქება მოხდა


რადიო "თავისუფლების" პაკისტანური სამსახურის ცნობით, პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი პოლიციის სადგურის მახლობლად, ხალხით სავსე ბაზარში მოხდა. ეს იყო დღეს ფეშავარში უკვე მეორე აფეთქება. მანამდე ბომბი აფეთქდა სასწავლებელთან, რომელიც პოლიციის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა 10.
XS
SM
MD
LG