Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მის უფლებამოსილებას ზღუდავს


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მის უფლებამოსილებას ზღუდავს. ახალი კანონით, პაკისტანის პრეზიდენტს აღარ აქვს პარლამენტის დათხოვნისა და პრემიერ-მინისტრის გადაყენების უფლება. კანონი ფაქტობრივად აუქმებს იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვა პაკისტანის წინა, სამხედრო ლიდერების, ფერვეზ მუშარაფის და ზია ულ ჰაკის ძალისხმევას, დაესუსტებინათ 1973 წლის საპარლამენტო კონსტიტუცია. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ დღეს ისლამაბადში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ახალი კანონი ნიშნავს "ისტორიულ ცვლილებას" და "დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნისაკენ" გადადგმულ ნაბიჯს.
XS
SM
MD
LG