Accessibility links

logo-print

ევროკავშირი გამორიცხავს კომპრომისს მგზავრების უსაფრთხოების საკითხში საჰაერო მიმოსვლის კრიზისთან დაკავშირებით


ევროკავშირის განცხადებით, ის ვერ წავა კომპრომისზე მგზავრების უსაფრთხოების საკითხში, ვულკანური ფერფლის ღრუბლით გამოწვეული, საჰაერო მიმოსვლის კრიზისის პირობებში. როგორც ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, ხოაკინ ალმუნიამ განაცხადა, ევროპულმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც საჰაერო კრიზისის შედეგად დაზარალდნენ, შესაძლოა, სახელმწიფო დახმარება მიიღონ. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, ავიაკომპანიები დღეში 250 მილიონამდე დოლარით ზარალდებიან. ევროპის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი უკვე მეხუთე დღეა დახურული ფერფლის ღრუბლის გამო, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ავიარეისები ასევე უკვე მეხუთე დღეა არ სრულდება. ავიაკომპანიებისა და საქართველოს ტრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის აღდგება ავიარეისები.
XS
SM
MD
LG