Accessibility links

logo-print

ირანში ურანის გასამდიდრებელ ახალ საწარმოს აგებენ


ირანის პრეზიდენტის თანაშემწე მოჯტაბა სამარეჰ ჰაშემის განცხადებით, ირანში დაიწყო მუშაობა ურანის გასამდიდრებელ ახალ საწარმოზე, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა, შეჩერდეს ბირთვული პროგრამა ამ ქვეყანაში. როგორც მოჯტაბა სამარეჰ ჰაშემიმ საინფორმაციო სააგენტო „ილნას“ განუცხადა, პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა დაამტკიცა ახალი ობიექტის ადგილმდებარეობა და მშენებლობის პროცესი დაწყებულია. ირანმა, სადაც ურანის გამდიდრება ქალაქ ნათანცში მდებარე საწარმოში ხდება, ნოემბერში გამოაცხადა, რომ აპირებს გამდიდრების პროცესის განვრცობას 10 ახალი ობიექტის აგებით. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებას აპირებენ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შესაძლო, მეოთხე წყებაზე, რახან თეირანმა უარი თქვა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG