Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი დამოუკიდებლობის 62-ე წლისთავს აღნიშნავს


ისრაელმა დაიწყო დამოუკიდებლობის 62-ე წლისთავის აღნიშვნა. ამასთან დაკავშირებული ცერემონიები დაიწყო ომებსა და ტერაქტებისას დაღუპული ისრაელი ჯარისკაცების და მოქალაქეების ხსოვნის დღით. პრეზიდენტმა პერესმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელს და დანარჩენ სამყაროს ირანის ბირთვული პროგრამა ემუქრება და გაფრთხილება გამოთქვა, არავინ დააკნინოს ისრაელის თავდაცვის უნარიანობაო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში თქვა, რომ აშშ, ისრაელის მთავარი მოკავშირე, არასოდეს იტყვის უარს ისრალის უსაფრთხოების დაცვასა და მისი მომავლისთვის თანაქმედებაზე . მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაცია თვლის, რომ აუცილებელია „მრავალმხრივი მშვიდობის“ მიღწევა, რაც ისრაელს, პალესტინელებს და მთელ რეგიონს, უსაფრთხორებას და კეთილდღეობას მოუტანს.
XS
SM
MD
LG