Accessibility links

ვაშაძე: საქართველო მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს


"ჩვენ მზადა ვართ, რუსებთან მოლაპარაკების დასაწყებად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე, გარდა ერთისა" - განაცხადა გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ეს ერთი პირობა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთია: მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა; ასევე, მათი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. ვაშაძემ ილაპარაკა ქართველი ხალხის მიერ ყირგიზეთის მხადაჭერაზეც. "მიხეილ სააკაშვილი უკვე ესაუბრა რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერ, როზა ოტუნბაევას და მას დავპირდით, რომ ქართველი ხალხი ყირგიზეთს ყველა შესაძლებელ დახმარებას გაუწევს" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG