Accessibility links

ჩრდილოეთ ევროპაში ზოგიერთმა ავიაკომპანიამ განაახლა ფრენა


დღეს ჩრდილოეთ ევროპაში ზოგიერთმა ავიაკომპანიამ განაახლა ფრენა მას მერე, რაც საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე დღის მანძილზე იყო შეწყვეტილი ისლანდიაში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბლის გამო. თუმცა მხოლოდ რამდენიმე რეისი გაიხსნა, ბრიტანეთის საჰაეროს სივრცე კი ჯერაც დახურულია. ექსპერტების თქმით, დღესაც შეინიშნებოდა ისლანდიის მყინვარ ეიაფიატლაიოკუდლის მახლობლად მდებარე ვულკანის აქტივობა. მაგრამ ამოიფრქვეოდა უფრო მეტი ლავა და ნაკლები ფერფლი, ვიდრე წინა დღეებში. საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრია აცხადებს, რომ ფრენის შეფერხება დღეში 200 მილიონ დოლარამდე უჯდებათ ავიაკომპანიებს და ევროპის საავიაციო უწყებებისგან მოითხოვს, შეამსუბუქოს ფრენის შეზღუდვა. ჰიდრომეტეოსადგურების ცნობით, ფერფლის ღრუბელი მიმდინარე კვირის ბოლოს არქტიკისკენ აიღებს გეზს.
XS
SM
MD
LG