Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება დღეს შეეცადა, წესრიგი აღედგინა ბიშკეკის მახლობლად


ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება დღეს შეეცადა, წესრიგი აღედგინა დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად, სადაც არეულობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ყირგიზეთის მედიის ცნობით, დღეს სოფელ მაიევკასთან შეტაკება მოხდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებსა და ასობით ადამიანს შორის. ორშაბათს სოფელში მაროდიორებმა ძირითადად ეთნიკური რუსებისა და ეგრეთწოდებული "მაჰმადიანი მესხების" სახლები დაარბიეს. ჯანდაცვის მუშაკთა ცნობით, სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. ჩამოგდებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის დასაყრდენ პუნქტში, ჯალალ-აბადში, ბაკიევის მომხრეებმა მისი მხარდამჭერი მთავრობა შექმნეს მას მერე, რაც რეგიონული ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს კვირის ბოლოს.
XS
SM
MD
LG