Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თქმით, ბაკიევი ბელორუსიაშია


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი და მისი ოჯახი მინსკში იმყოფებიან. ლუკაშენკამ ეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ, სატელევიზიო გამოსვლაში თქვა და დასძინა, რომ ბაკიევს მინსკში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. ლუკაშენკას თქმით, ბაკიევი მინსკში ორშაბათის შემდეგ იმყოფება - მას შემდეგ, რაც მან გასცა ბრძანება ყირგიზეთის ჩამოგდებული ლიდერის მინსკში გადაყვანის თაობაზე. ბელორუსიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გამოუყოფს თუ არა ბაკიევს და მის ოჯახს ბელორუსიაში თავშესაფარს. „ოჯახისთვის ზიანის მიყენებას არ დავუშვებო“ - განაცხადა ლუკაშენკამ. ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს მან „კანონიერად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა. გასულ კვირაში ბაკიევი ყირგიზეთიდან ყაზახეთში წავიდა - ორშაბათს კი გამოაცხადდა, რომ მან ყაზახეთიც დატოვა. ბიშკეკიდან ბაკიევის გაქცევა მოჰყვა ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას, რასაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG